პროექტის სტაჟიორმა მარიამ ბუჩუკურმა გააკეთა ქალების აქთიურ ჯგუფებისათვის თავისი პოლონეთში მუშაობის შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჩატარდა მარიამის მშობლიურ სოფელში თირძნისში, გორის რაიონში.
შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის იდეა და ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისთვის თავისუფალი დროის გატარების ინიციატივები. მარიამმა აგრეთვე შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებლებს და თირძნისის სკოლის დირექციას. დისკუსიის საგანი იყო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მარიამ ბიჩუკური თანამშრომლობს ორგანიზაცია “ტასო”სტან – კოორდინირებს თირძნისში ქალთა აქტივიზების და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამას. 2010 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მარიამმა გაიარა სტაჟირება სტარა კამენიცას ტურისტულ საინფრომაციო ცენტრში, სადაც ცენტრის დირექტორის ადამ სპოლნიკის დახმარებით გაეცნო: არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობის რეალიებს, ამხანაგოგებისათვის დაფინანსების შესაძლებლობებს და სოფლის საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირების წესებს. მან აგრეთვე მიიღო მონაწილეობა გაკვეთილებში, რომელიც ტარდება ახალგაზრდებისათვის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში.
ფოტო ადამ სპოლნიკ