პროექტი “ქალის ბაღი” მიმართულია საქართველოს სასოფლო ტერიტორიების ადგილობრივ ლიდერებზე – იმერეთიდან (ტყიბული და თერჯოლა), გურიიდან და შიდა ქართლიდან. პროექტი შედგებოდა რამოდენი ნაწილისგან: სასწავლოვიზიტი, სტაჟირება, ვებ -გვერდი და კონსულტაციები.
პროექტი “ქალის ბაღი” მიმართულია საქართველოს სასოფლო ტერიტორიების ადგილობრივ ლიდერებზე – იმერეთიდან (ტყიბული და თერჯოლა), გურიიდან და შიდა ქართლიდან.
პროექტის მთავარი მიზანია აქტიური ქალბატონების პოტენციალის გაზრდა და რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების პროექტების იდეების შემუშავება.
პროექტი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
- სასწავლო ვიზიტი ქვემო სილეზიაში (ბარიჩის ველი, შკლარსკა პორემბა, შუა ოდრის ველი), რომლის მსვლელობისას მონაწილეებმა გაეცნეს განვითარებაზე მიმართულ ბიზნესურ ინიციატივებს და ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების მეთოდებს ქვემო სილეზიაში.
ვიზიტი შეეხებოდა ვე ასეთ თემებს როგორც:
ვიზიტის მიზანი აგრეთვე იყო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება ქართულ და პოლონურ აქტიურ ქალბატონებს შორის. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ქართულ – პოლონური ტრენინგი ლიდერი ქალის როლის თემაზე, ქართული და პოლონური სამზარეულოს ვორკშოპი და ქართული საღამო.
- სტაჟირება 6 ლიდერისთვის – სასწავლო ვიზიტის ყველაზე აქტიური მონაწილეები მიიღეს მონაწილეობა სტაჟირებაში ქვემო სილეზიის ამორჩეულ ორგანიზაციებში.
- ვებ-გვერდის “ქალის ბაღი” შექმნა – ინფორმაცია პროექტის, ქვემო სილეზიაში და საქართველოში ამორჩეულ რეგიონებში ქალთა აქტივობების, პროექტების დაფინანსების შესაძლებელი წყაროების შესახებ. ეს აგრეთვე იქნება კონტაქტების და ძირითადი ინფორმაციების გაცვლის ადგილი.
- კონსულატციები – ვიზიტის დამთავრებისას მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გაევლოთ კონსულტაციები ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში პოლონეთში მომზადებული პროექტების დამთავრების მიზნით.
პოლონური მხრიდა ეკოგანვითარების ფონდის თანამშრომლები გაუწევენ კონსულტაციებს ორგანიზაციებს საქართველოსთან თანამშრომლობის და პროექტების დაფინანსების შესახებ. ფონდი აგრეთვე უზრუნვეყოფს შინაარსობრივ და ენობრივ დახმარებას.
განხორციელების ვადები: 1 სექტემბერი - 15 დეკემბერი 2010
კოორდინატორი: