ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)

ვებ-გვერდი: www.t-ddf.org

მისამართი: ტყიბული, რობაქიძის 4

ფაქსი: 829722167

ტელ.: 80-26-80

მირზა გუბელაძე - დირექტორი

ტელ: +995 90 80 26 80

19 stycznia 2011

არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსებული იქნა ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) მიერ 2006 წლის 19 ივლისს, (2006 წლის 4 აგვისტოს ოფიციალურად დარეგისტრირდა ქუთაისის საგადასახადო ინდპექციაში იხ. დანართი). ორგანიზაციის მისამართია: ქ. ტყიბული, გელათის ქუჩა №20; საიდენტიფიკაციო კოდი: 219 630 848. საბანკო რეკვიზიტები: ს/ს „საქართველოს ბანკი“ , ანგარიშის ნომერი №153 739 300.

 
 
ორგანიზაციის მიზანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო, კულტურული და ჰუმანიტარული პროექტებისა და აქტივობების განხორციელება, მიმართული საზოგადოების ყველა ფენისათვის, აგრეთვე სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების განვითარების მხარდაჭერა და სტიმულირება
 
 
ჩვენი მისია:
მუნივიპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თემის განვითარება და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლება და მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა.
 
პროექტები
1) მიკრო გრანტების მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის დამფუძნებლის, ჩეხული არაკომერციული ორგანიზაცია, ადამიანი გაჭირვებაში-ს მიერ. ტყიბულის მუნიციპალიტეტში აგრობიზნესის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გაცემული მცირე ბიზნეს აქტივობების საქმიანობის მიმართულებით.
2) თანაბარი შანსი ყველა იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდას.პროექტი დაფინანსებულია: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი - მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში-ს მიერპროექტი მიმართულია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების გაnათლების დონის ამაღლებისა და მათთვის იმ უნარ-ჩვევების შეძენისაკენ, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის. მოზარდები თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ თემის საჭიროებაზე მიმართულ 2 პროექტს (500 ლარის ფარგლებში).
3) “აქტიური ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისათვის” - დონორი: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდიპროექტი მოიცავს ლიდერული უნარ–ჩვევებით დაჯილდოებული ახალგაზრდების ტრენინგებს და შემდგომ მათ მიერვე მომზადებული მიკრო (100 ლარის ფარგლებში) 8 პროექტების განხორციელებას, აგრეთვე ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამონაწილეობითი სახის (250 ლარის ფარგლებში) 4 პროექტის განხორციელებას.